მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: მოგზაურობა ალპურ ზონაში
ავტორი: ნინო ვართაპეტიანი
ხმები: 6

კატეგორია: თავგადასავალი
ნახვები: 670
აღწერა: მივდივარ მაღალმთაში და უცებ ვექცევი ცხვრის ფარაში... მოძრაობას ვანელებ! ირგვლივ ნისლია და სადღაც შორს, ვხედავ მწყემსის სილუეტს... არაჩვეულებრივი კადრია ფოტოსთვის და მანქანიდანვე ვცდილობ, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა... შემდეგ, შევდივარ სოფელში და თვალში მხვდება, ბალახსა და ეკალ-ბარდებში ჩარჩენილი ძველ ავტობუსი, რომელსაც ერთ დროს მგზავრები ბორჯომის მიმართულებით დაყავდა. აბრა დღემდე შემორჩენილია, თუმცა დრო მისთვის დიდი ხნის წინ გაჩერდა... ეტყობა, რომ ათეული წლებია, ასეა უცვლელად დგას... აქ, ახლა, მხოლოდ შეშას ინახავენ! მზის ჩასვლამდე, კიდევ ერთი ფოტოს გადაღების საშუალება მეძლევა. ვხედავ, ჩემ წინ ურმით მიმავალ კაცს, რომელიც შებინდებისას სახლისკენ მიიჩქარის. ურემზე შემოდებული გაბერილი ნავით ვხვდები, რომ ტბიდან ბრუნდება! ეს ტაბაწყურია! ალპური ზონა, ნამდვილი ეგზოტიკა, ტბაში შეჭრილი სოფელი, ნახევარკუნძულზე გაშენებული! აქ სიცოცხლეც სხვანაირია! აქ სხვანაირად სუნთქავ! დარწმუნებული ვარ, ინტერნეტში, ტაბაწყურის ტბის არაერთი ფოტო გინახავთ. თუმცა, მინდოდა ეს სოფელი თქვენთვის, განსხვავებული რაკურსით გამეცნო! დიახ, ეს პეიზაჟები, ადამიანები, მცენარეები, ცხოველები ქმნიან იმ გარემოს, სადაც იგრძნობა, რომ "მოძრაობა და მოგზაურობა - ყველაფერი კავშირშია" სამივე ფოტო გადაღებულია სამცხე-ჯავახეთში, ტაბაწყურში, ბორჯომის მაღალმთიან ზონაში. ფოტოშოპის საშუალებით მოხდა ფერების მცირე კორექცია.