სათაური: თითქმის შინ
ხმები: 3
კატეგორია: ადგილები
ნახვები: 461
აღწერა: ჭიათურაში, მამაჩემის და მისი მშობლების სახლში წასვლა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობაა ყოველ წელს. ეს ფოტოც გზად არის გადაღებული, სადღაც სოფელ ჭორვილასთან. ტრასის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ეს ლამაზი ხეებია და ბავშვობიდან მოყოლებული ჩემს წარმოდგენაში, ეს არის ადგილი, სადაც უკვე ვფიქრობ, რომ თითქმის მივედით შინ. სოფ. ჭორვილა, იმერეთი, საქართველო Adjustment: Warmth +25


