მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ლურჯი ქალაქი, მაროკო
ავტორი: Tina Kikalishvili
ხმები: 1

კატეგორია: მოგზაურობა
ნახვები: 1001
აღწერა: ლურჯი ქალაქის ვიწრო ქუჩები ყოველთვის ხალხმრავალი და ხმაურიანია. ვაჭრები, ტურისტები, ადგილობრივი ბავშვები, ცხვრები და უსახლკარო კატები - ყველაფერი ეს საოცარ კონტრასტს ქმნის. პირველად, როცა ამ ქალაქში მოვხვდი, აგვისტო იყო და ეს კადრი პირველ დღეს, მშვიდი და გრილი ადგილის ძიებისას გადავიღე. ვაკვირდებოდი თეთრი და ლურჯი ფერების სინთეზს, რომელიც სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას ერთდროულად მიჩენდა. თან, ვფიქრობდი როგორი უცნაური იყო ხმაურიანი ქუჩების გვერდით ასეთი სიმშვიდე და ამ ორი მდგომარეობის ჰარმონიაში თანაარსებობა. რამდენიმე წუთში, წითელ კაბიანი ქალი გამოჩნდა და კიბეებზე მოძრაობა დაიწყო. ამ დროს მივხვდი, რომ ჩემთვის ამგვარ წითლად და დაუდგრომლად დარჩებოდა მაროკო ჩემს მეხსიერებაში. ყოველთვის მოძრავი, ხამურიანი, მაგრამ ამავდროულად საოცარ სინთეზში მყოფი გარემოსთან.