მშობლიური გემო

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: მესხური ყველის ამოყვანა
ავტორი: Tamar Mirianashvili
ხმები: 17

კატეგორია: გამარჯვებულები
ნახვები: 1724
აღწერა: ყველის ამოყვანა მშვიდი და წყნარი საქმე მეგონა, სანამ მესხური ტენილის ამოყვანის პროცესს არ დავესწარი. აქ წამით არ უნდა მოდუნდე, მუხლჩაუხრელი და დაუდეგარი შრომაა საჭირო. ადუღებული წყლით სავსე ქვაბიდან უჩველო სისწრაფით ამოაქვთ ყველის მსხვილ რგოლები და ორივე ხელზე ატრიალებენ. რგოლები უწყვეტია, დატრიალების შემდეგ, ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ მასას და ისევ ქვაბში აბრუნებენ. და ასე უსასრულოდ, ვიდრე ეს ხვეულა იმ უწვრილეს ძაფებად არ იქცევა, რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც მესხურ ტენილს. აქ დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო. მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ. ---- ფოტოზე ასახულია ადგილობრივი მკვიდრი და გადაღებულია სოფ. ჭობარეთში, სამცხე-ჯავახეთი.