სათაური: ზაოდობა და ახალგამოხდილი არყის დაგემოვნების სუფრა
ხმები: 5
კატეგორია: საკვები
ნახვები: 3771
აღწერა: ზაოტობა, ზაოდობა თუ ზაოტი, როგორც ამ მოვლენას კახეთში უწოდებენ, იგივე არყის გამოხდის დღეა კახეთში. მზადება მეზაოდესთან დილაადრიან იწყება, ამზადებს შეშას, ასუფთავებს საზაოდე ადგილს, გამოსახდელ ჭურჭელს და საარყე მასალას. არყის გამოხდის პროცესი აუცილებლად სრულდება ახლადფეხადგმული არყის დაგემოვნებით, რასაც ახლავს მინიმალისტური სუფრა, მწვადი ბევრი ხახვით და ახალი ბროწლით, მწნილი, ბოლოკი და მწვანილი. ქალაქელებისთვის საწებელიც მოაქვთ, თუმცა ბროწლის, ხახვის და მწვადის ნაზავი ისეთ სინოტივეს ქმნის, საწებელს ვეღარ აკადრებთ სუფრას. ფოტო სერიიდან "გასტრონომიული ტრადიციები საქართველოში" გადაღებულია მეზაოდის ოჯახში, სოფ. ანაგა, სიღნაღის რაიონი


