სათაური: ეკალა
ხმები: 11
კატეგორია: კულტურა
ნახვები: 3478
აღწერა: პროდუქტის დასახელება: ეკალა / ეკალღიჭი პროდუქტის ტიპი: ახალი ბოსტნეული / გადამუშავებული ბოსტნეული წარმოების არეალი: იმერეთი, მთელი საქართველო საქართველოში, სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა, საუკუნეების მანძილზე შემოინახეს მინდვრის მცენარეების შეგროვებისა და მათი გამოყენებით სხვადასხვა კერძის მომზადების ტრადიცია. ამ მცენარეებს შორისაა Smilax excelsa, ქართულად - ეკალა ან ეკალღიჭი. საკვებად ვარგისი ეს სარეველა მცენარე მრავლად იზრდება ბოსტნებში, მინდვრებში, მთებსა და მდინარეების ნაპირებზე. ის ადრეულ გაზაფხულზე ამოდის, თოვლის დადნობიდან მალევე. სასურსათოდ ვარგისია მხოლოდ ადრეულ ზაფხულამდე. ზამთრის პერიოდის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკალა ვიტამინების წყაროს წარმოადგენს. ეკალას მომზადების კულტურა იმერეთის რეგიონისათვის არის დამახასიათებელი, სადაც მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ოჯახში მოსახმარად. მისგან ამზადებენ მხალს (ფხალს). ამისათვის ეკალას შეურევენ საკაზმს, რომელიც ხშირად შემდეგი მასალისაგან შედგება: ნიგოზი, ღვინის ძმარი, მკვახე ყურძნის ან ბროწეულის წვენი, ნიორი, ქინძი, წითელი წიწაკა (ჩილი), ოხრახუში და მარილი. ზოგჯერ საკაზმს ხმელ სანელებლებს, კამას ან ხახვს უმატებენ.