მშობლიური გემო

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: ქართული ყველი
ავტორი: Ia Ebralidze
ხმები: 13

კატეგორია: კულტურა
ნახვები: 2309
აღწერა: პროდუქტის დასახელება: თუშური კალტი პროდუქტის ტიპი: ყველი წარმოების არეალი: თუშეთი თუშური კალტი ტრადიციული პროდუქტია, რომელსაც თუშეთში, ზაფხულის პერიოდში თუშური გუდის ყველის წარმოების შემდეგ დარჩენილი შრატისგან ამზადებენ მწყემსები. შრატს აცხელებენ (ჩვეულებრივ, შეშის ცეცხლზე), ურევენ ხის კოვზით, რათა კალტი არ მიეკრას ჭურჭლის ძირს. მიღებული კალტი იწურება ქსოვილის ტომსიკებში. გასახმობად ნედლი კალტის ბურთულებს ალაგებენ ფიცრებზე, ხოლო ნედლი სახით - მარილით გადაზელენ და დებენ ცხვრის ტყავში - გუდაში. კალტს მკვეთრი სუნი აქვს, რბილი კონსისტენციისაა და ცხარე გემო დაჰკრავს. მწყემსები მას მცირე რაოდენობით, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებდნენ. მწყემსებისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი სასურსათო პროდუქტია ზამთრის პერიოდში. კალტს ჩვეულებრივ, ტრადიციულ ადგილობრივ ლუდთან - ალუდთან ერთად მიირთმევენ. ამჟამად ის პოპულარული გახდა ქალაქის მოსახლეობასა და ტურისტებს შორისაც. პროდუქციის ნახევარი ადგილობრივ ბაზრებზე იყიდება. ქვეყნის მასშტაბით მას „ხმელი კალტის“ ან „თუშური კალტის“ სახელით ყიდიან.