სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა

Previous photoNext photo
Contest is finished!
სათაური: თმოგვი
ავტორი: Sergey Fidanyan
ხმები: 1

ნახვები: 1728
აღწერა: მთა, სადაც იმყოფება ლეგენდალური თმოგვის ციხის ნაგრევები. იმყოფება ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. „მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით...“ პანორამა შედგება 14 სურათისგან