სათაური: სახლთან ახლოს
ხმები: 2
კატეგორია: მოგზაურობა
ნახვები: 657
აღწერა: კოვიდ შეზღუდვების პირობებში ადამიანები ვერ ახერხებდნენ შორ მანძილზე მოგზაურობას, რამაც უბიძგა მათ, ემოგზაურათ და აღმოეჩინათ თავიანთი საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე ადგილები. მათ რიცხვს მივეკუთვნები მეც. მიეხედავად პანდემიისა, ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო და უფრო ახლოს გამეცნო ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი. ასე მოვხვდი ერთდღიან თოვლიან ლაშქრობაში ლენტეხიდან(ქვ.სვანეთი) სულ რაღაც ოთხი კილომეტრით დაშორებულ აგილას,სადაც ზაფხულობით მხოლოდ მწყემსები არიან და მეც არაერთხელ ვყოფილვარ მანდ. თუმცა ზამთარში ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო. ზღაპრულად ლამაზი აღმოჩნდა ეს გარემო თავისი დათოვლილი ნაძვებით, ირგვლივ არსებული თოვლიანი პანორამებითა და თოვლით დაფარული ქოხებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდი სილამაზის სანახავად არაა აუცილებელი შორ მანძილზე წასვლა. ის შეიძლება მართლაც შენს სახლთან ძალიან ახლოს იყოს, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ამჩნევდე მას და არ იცოდე ის. როდესაც პანდემია გადაივლის, ლენტეხი აუცილებლად გახდება თოვლში ლაშქრობის მოყვარულთა მექა.


