სათაური: უშგული, განთიადი
ხმები: 6
კატეგორია: მოგზაურობა
ნახვები: 725
აღწერა: 3 წლის წინ, ზაფხულს, გახლდით მეგობრების ერთად სვანეთში სამოგზაუროდ. ღამის გასათენებლად უშგულში წავედით და ეს ბორცვი შევარჩიეთ. ეს ფოტო დილით ადრე (6 საათი იქნებოდა თუ არ ვცდები) გადავიღე, პირველმა გავიღვიძე და ეს ულამაზესი ხედი გადამეშალა წინ, თან შხარაც მოჩანდა მკაფიოდ, რომელიც დაახლოებით 1 საათის შემდეგ უცებ დაიფარა ღრუბლებში. საოცარი დილა იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ისე დამამშვიდა და ისეთი ენერგია შემძინა, რომელიც დიდხანს გამყვა როცა ქალაქურ ცხოვრებას დავუბრუნდი. სასმელი ცყალიც აღარ გვქონდა, ოდნავ დაბლობზე შევნიშნე მთიდან ყინულივით ცივი ნაკადული მოედინებოდა, ჩავედი, ჭურჭლები ავავსე რაც შევძელი და მეგობრებს ცხელი ჩაი და ყავა გავუმზადე 🙂


