სათაური: ინდაურების მწყემსი
ხმები: 2
კატეგორია: ადამიანები
ნახვები: 462
აღწერა: ისინი სულ მოძრაობენ და დადიან, თუმცა ეს სიარული მოგზაურობისგან ძალიან შორს არის, რადგან საძოვრის იქით იშვიათად თუ მიდიან. ეს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწყემსი ბიჭია ივრის ზეგანის ერთ-ერთი ფერმიდან. სოციალურ ქსელში ფოტო რომანტიულად მიიღო ხალხმა: "აი, ესაა ნამდვილი ცხოვრება" იყო კომენტარები; თუმცა რეალობა ცოტა სხვაგვარია. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ ეძლევათ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა და უმეტეს დროს მეცხოველეობის ბინებზე ატარებენ.


