სათაური: იშხვარისთვის ყველაფერი კავშირშია
ხმები: 2
კატეგორია: აბსტრაქცია
ნახვები: 472
აღწერა: გადამფრენი ფრინველებისთვის ყველაფერი კავშირშია. იმის გამო, რომ ისინი დიდ მანძილებზე მოგზაურობენ, მათი კონსერვაციისთვის მხოლოდ ერთი ადგილის დაცვა საკმარისი არ არის. ეს იშხვარი გამოსაზამთრებლად შესაძლოა არაბეთის ნახევარკუნძულზე ან სომალიშიც კი მიფრინავდეს, ამიტომ, იმისათვის, რომ გადარჩეს, მთელი სამიგრაციო გზის სიჯანსაღეა მნიშვნელოვანი. თავად მოგზაური, სხვა მოგზაურებისთვისაც მოტივაციის მიმცემია: იშხვარის სანახავად უამრავი ადამიანი სტუმრობს არწივის ხეობას. ფოტოს გადაღებაში ნამდვილად გამიმართლა, გარდა იმისა, რომ სუფთა კადრი გამომივიდა, მზის სხივის დაცემის კუთხემ მთელი სისრულით გამოაჩინა ბუმბულის ფერადი ელვარება, რადგან უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ შავი გამოდის ხოლმე.


