სათაური: სტუმარი
ხმები: 7
კატეგორია: ადამიანები
ნახვები: 668
აღწერა: ფოტო გადაღებულია უგანდაში, სოფელ ბუკვოში. ამ სოფელში აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. აქვე გავრცელებულია ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული ქალების წინადაცვეთის (გენიტალიების დამახინჯების) რიტუალი. ფოტო გადავიღე სავალე სამუშაოს დროს, როცა სოფლის უხუცესებს ვეწვიეთ. გადაუღებლად წვიმდა, მუხლებამდე ტალახში ჩაფლული გავჩერდი და უცბად ორ ბავშვს მოვკარი თვალი, რომლებიც ცნობისმოყვარეობით და მათვალიერებდნენ. ბევრი კადრი გადავიღე ტელეფონით, მაგრამ ყველაზე უკეთ მგონი ეს სურათი ასახვს იმას, რისი ჩვენებაც მინდოდა, დაკვირვებას და მოლოდინს.


